spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – პირველი განცდა მქონდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ მოახერხა საპრეზიდენტო ინსტიტუტის ოკუპაციაც

პირველი განცდა მქონდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ მოახერხა საპრეზიდენტო ინსტიტუტის ოკუპაციაც, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ემსახურება ოკუპანტებს და დასცინის საკუთარ ხალხს.

“პირველი განცდა მქონდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ მოახერხა საპრეზიდენტო ინსტიტუტის ოკუპაციაც. ამ ყველაფრის სერიოზულად მიღება შეუძლებელია, ამას უნდა შევხედოთ, როგორც თამაშს. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი ახირება.

მე ვფიქრობ, ყველაზე გაშიშვლებული სახით შიგთავსი ჩანს – რას წარმოადგენ დღეს “ქართული ოცნება”, როგორ ღიად ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და როგორ დასცინის ის საკუთარ ხალხს ” , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

“ქართულმა ოცნებამ” 27 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა, რომელსაც 14 დეკემბერს 300 ხმოსანი აირჩევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები