ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პერიოდში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში, ხელისუფლების და ცესკოს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე არასამართლიანი, გაუმჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.
“ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პერიოდში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოო ჯამში, ხელისუფლების და ცესკოს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია. ეს იყო ყველაზე არასამართლიანი, არაგამჭირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა, შესაბამისად, ნებისმიერ ინფორმაციას მივაწვდით ყველანაირი დარღვევის შესახებ და გავაცნობთ ყველაფერს, რადგან საზოგადოების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა დავით კირთაძემ.
ევროკავშირის საელჩოში, ევროკავშირის წარმომადგენლები და ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შეხვედრას მართავენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებია.