spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში შედის ივანიშვილი, განსაკუთრებულად, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კადრებით

ყველა პოლიტიკური პროცესი არის არალეგიტიმური, მას შემდეგ, რაც მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი და დემოკრატიული ინსტიტუტი ამ ქვეყანაში – არჩევნები გაუქმდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში შედის ივანიშვილი, განსაკუთრებულად, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კადრებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს არის ივანიშვილი და მას ემორჩილება მთელი „ქართული ოცნება“.

“ყველა პოლიტიკური პროცესი არის არალეგიტიმური, მას შემდეგ, რაც მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი და დემოკრატიული ინსტიტუტი ამ ქვეყანაში – არჩევნები გაუქმდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში შედის ივანიშვილი, განსაკუთრებულად, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კადრებით, რომლებიც შერჩეულები არიან ერთადერთი კრიტერიუმით და ეს კრიტერიუმი არის უტყვი, მონური მორჩილება რეჟიმის და ივანიშვილის მიმართ. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მხრივ, ეს არის ივანიშვილი და ყველა ემორჩილება მის ბრძანებებს უსიტყვოდ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები