საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, “ოცნებამ” კი ხმები მოიპარა.
“ეს არის ხალხის მიტაცებული ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები.
მკაფიოა ჩვენი პოზიცია. ჩავხსენით სიები და დღეს ყველა, 14-ვე დეპუტატმა დავწერეთ განცხადება, ჩავაბარეთ და დაველოდებით რეაგირებას. მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენ ამ რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ. მაქვს რწმენა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ნამდვილ, ქართველ პატრიოტებთან ამ ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპული მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.