spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირს თუ უნდა „რეჟიმ ჩეინჯი“ და კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა

ევროკავშირს თუ უნდა „რეჟიმ ჩეინჯი“ და მით უმეტეს, კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი“.

“მგონია, რომ თქვენ უნდა დაუსვათ შეკითხვა ევროკავშირის წარმომადგენლებს „რეჟიმ ჩეინჯი“ არის თუ არა მათი ამოცანა ამ ქვეყანაში. მე მგონი, კარგი იქნება, თუ ამ კითხვას დაუსვამთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ეს დასასმელი კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს იმაზე, თითქოს ევროკავშირის ამოცანაა საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯი“ და „ნაციონალების“ დაბრუნება ძალაუფლებაში, იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ ამ ქვეყანაში ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, გახვიეს ეს ქვეყანა ომში. თუ ევროკავშირს უნდა „რეჟიმ ჩეინჯი“ და მით უმეტეს, ამ კრიმინალების დაბრუნება ხელისუფლებაში, მაშინ უნდა დაგვიდასტუროს ევროკავშირის ელჩმა. კარგი იქნება, თუ თქვენ დასვამთ ამ კითხვას ელჩთან“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები