28 ნოემბერს მოსული უხვი ნალექის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადიდდა ვაზნარის ღელე, ასევე, ქალაქისა და სოფლების ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხები.
წყალმა დაფარა ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ხელმძღვანელობს.
ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე არხები, დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან თვითმმართველობის პირველი პირები და წარმომადგენლები.