spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი.

“ამ წუთებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არ აღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.

დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას აკარგვინებს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444 ხმით მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები