spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ახლა, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ევროკომისიის მოქმედება ამ ჩარჩოში და თვალი უნდა ვადევნოთ სამომავლოდ ქმედებებს

უპირველესყოვლისა, ეს რეზოლუცია, ფაქტობრივად, არის ფუნდამენტი, რომ არ მოხდება არჩევნების აღიარება, არ მოხდება ლეგიტიმაციის აღიარება და სხვა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ევროკომისიის მოქმედება ამ ჩარჩოში.

“პირველი დეკემბრიდან ახალი კომისია იწყებს მუშაობას, ფაქტობრივად, მათთვის გზამკვლევი იქნება საქართველოსთან მიმართებაში, ამიტომ, აქ არის ყველანაირი საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის საჭირბოროტო. უპირველესყოვლისა, ეს რეზოლუცია, ფაქტობრივად, არის ფუნდამენტი, რომ არ მოხდება არჩევნების აღიარება, არ მოხდება ლეგიტიმაციის აღიარება და სხვა. ახლა, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ევროკომისიის მოქმედება ამ ჩარჩოში და თვალი უნდა ვადევნოთ სამომავლოდ ქმედებებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 444  ხმით მიიღო. რეზოლუციაში მოთხოვნილია საქართველოში ხელახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საუბარია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე და აღნიშნულია, რომ თბილისში დროულად უნდა გაიგზავნოს ტექნიკური მისია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები