spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო დოლიძე – “ქართული ოცნება“ უარს ამბობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაზე, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

იყო რაღაც ეტაპი, როდესაც ჩვენ გვიკვირდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეული ნაბიჯები თუ განცხადებები, მაგრამ, ბოლო პერიოდში ჩვენ რაც ვიხილეთ, მათ შორის, ანტიდასავლური განცხადებები და მგონია, რომ გარდამტეხი აქ იყო ივანიშვილის გამოსვლა აპრილში, ყველას გვახსოვს, როგორი ანტიდასავლური რიტორიკა ჰქონდა მას და ამის შემდეგ ჩემთვის აღარ იყო დაფარული, რომ მათ ევროინტეგრაციის პროცესი აღარ სურდათ, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფა, რადგან კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო უწყებას ავალდებულებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯები და გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

“იყო რაღაც ეტაპი, როდესაც ჩვენ გვიკვირდა „ქართული ოცნების“ მხრიდან გარკვეული ნაბიჯები თუ განცხადებები, მაგრამ, ბოლო პერიოდში ჩვენ რაც ვიხილეთ, მათ შორის, ანტიდასავლური განცხადებები და მგონია, რომ გარდამტეხი აქ იყო ივანიშვილის გამოსვლა აპრილში, ყველას გვახსოვს, როგორი ანტიდასავლური რიტორიკა ჰქონდა მას და ამის შემდეგ ჩემთვის აღარ იყო დაფარული, რომ მათ ევროინტეგრაციის პროცესი აღარ სურდათ. ფაქტობრივად, ეს არის უარი ევროინტეგრაციის პროცესზე, 2028 წელს დავიწყებთ მოლაპარაკებებსო და 2028 წელს, შეიძლება, რაღაც სხვა მოიგონონ. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფა, რადგან კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო უწყებას ავალდებულებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯები და გააკეთონ ყველაფერი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაზე, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები