spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს

“თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს” – ამის შესახებ “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, “ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება”.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, ამ რეალობასთან, ანუ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან.

“თუ ვინმე გონიერ, პატრიოტ მოქალაქეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს მთლიანად, ჩვენ დასავლურ, ევროპულ, ანუ ქართულ მომავალს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ახლა თვალი უნდა აეხილოს.

ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ამის გარშემო დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, რაც აუცილებელი პირობაა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები