რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.
მოქალაქეების ნაწილი “ქართული ოცნების” ოფისთან არიან შეკრებილი.
შეკრებილები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.