აქციის მონაწილეები მსვლელობით “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან რუსთაველისკენ მიემართებიან. ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – “გამოდი” და აცხადებენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეების ნაწილი გორგასლის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი და ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებდნენ.
დედაქალაქის პარალელურად, საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში იმართება.