ჩვენ შევთანხმდით აბსოლუტურ ერთიანობაზე. ახლა მივდივართ რუსთაველზე. გადაწყვეტილებებს, თუ რამე გვექნება მისაღები, მივიღებთ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ არის რუსული რეჟიმი.
“ჩვენ შევთანხმდით აბსოლუტურ ერთიანობაზე. ახლა მივდივართ რუსთაველზე. გადაწყვეტილებებს, თუ რამე გვექნება მისაღები, მივიღებთ ხალხთან ერთად. შევთანხმდით, რომ ყველანი ერთიანები ვართ და ამ ერთიანობას წყალი არ გაუვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პრეზიდენტის მოწოდებაც. დიდი ხანია მე, პირადად ეს პოზიცია მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ პროცესში. დღეს ხალხმა, საზოგადოებამ პირდაპირ დაინახა, რომ არის რუსული რეჟიმი, რომელიც თვითმარქვიაა და რომელიც აპირებს, გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა დასავლეთთან, მოგვაქციონ იზოლაციაში. ჩვენ გარდა იმის, რომ ერთიანი ფრონტით ვიბრძოლოთ ბოლომდე, სხვა ვარიანტი არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. განხილვის თემა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა იყო.