საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა.
მისივე თქმით, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ საქართველო არ მიიღებს ახალ არჩევნებს.
“მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე ვინ უნდა შემოგვიერთდეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მე აქ ვარ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ ყოველთვის, მუდამ! იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზეც ვმუშაობ, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ! ეს არის წინააღმდეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იქამდე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა.