დროა, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხმა ამოიღონ. ნუ მისცემთ რუსეთს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს იცავს და ეს ასე იქნება, სანამ ხელახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება.
“საქართველო აპროტესტებს: დროა, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ხმა ამოიღონ. ნუ მისცემთ რუსეთს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს იცავს და ეს ასე იქნება იქამდე, სანამ ხელახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.