spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

შსს-მ პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია სავარაუდოდ, წიწაკის სპრეიც და ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია.

დაშლის მცდელობის მიუხედავად ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა.

წყლის ჭავლის გაშვებას მოქალაქეები საქართველოს ჰიმნით შეხვდნენ.

პარალელურად ჭიჭინაძის ქუჩისკენ თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმის დამატებითი ძალები დაიძრა.

ამასთან, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან. მათ შორის დაზიანება მიაყენეს “ტვ პირველის” ოპერატორს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები