შევხვდებით დღეს. ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური – ქვეყნის სამსახური, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“როგორი ცარიელია დილის თბილისი (არადა, როგორც წესი, საცობების დროა), თითქოს სამსახურში არავინ მიდის და სკოლაში არავის მიჰყავს ბავშვები;
ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას.
შევხვდებით დღეს…“, – წერს ნიკა მელია.