spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე ანანიძე – ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით, სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

“ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას,  საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში.

#მშვიდობასაქართველოს
# მშვიდობაუკრაინას“, – წერს ცოტნე ანანიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები