spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვანო მაჭავარიანი – ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვინც დაშავდა იმის გამო, რომ თავის სამშობლოს იცავენ ამ რუსული რეჟიმისგან

ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვინც დაშავდა იმის გამო, რომ თავის სამშობლოს იცავენ ამ რუსული რეჟიმისგან, რომელმაც ყველა ფარდა ახადა თავის ქმედებებს, – ამის შესახებ დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბზარი უნდა გაჩნდეს “ქართულ ოცნებაში“, რადგან, ფაქტობრივად, “ქართული ოცნება“ აჩერებს საქართველოს ისტორიას ევროკავშირისკენ.

“ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვინც დაშავდა იმის გამო, რომ თავის სამშობლოს იცავენ ამ რუსული რეჟიმისგან, რომელმაც ყველა ფარდა ახადა თავის ქმედებებს. ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ვსაუბრობთ თვეებია, თუ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც ის ურთიერთობს თავის ოპონენტებთან. მეტად უარეს ფორმებში ვიხილავთ, მას შემდეგ, რაც კობახიძის პარტიული ტრიბუნიდან გვამცნეს ეს განცხადება, ამას ბევრად მძიმე რეაქცია მოჰყვება. ძალიან ფხიზლად უნდა იყოს საზოგადოება და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბზარი უნდა გაჩნდეს „ქართულ ოცნებაში“, რადგან, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ აჩერებს საქართველოს ისტორიას ევროკავშირისკენ. ერთადერთი, ვინც მათ აქებს ვიხილეთ გუშინ, ეს არის პუტინი, რომელიც გაოცებულია და გაოგნებულია იმ სიმტკიცით, რომელსაც იჩენს დღევანდელი ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები