spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – მივმართავ დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს 

გუშინდელი დღე, სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერს, არჩევნების გაყალბების შემდგომ, „ქართული ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის გარემო, სადაც  მშვიდად აშენდება ქართული, ძლიერი სახელმწიფო.

“გუშინდელი დღე, სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება, როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერს, არჩევნების გაყალბების შემდგომ, „ქართული ოცნება“ შევიდა ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში. ეს იყო უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული თავმჯდომარე, შემდეგ უკანონო პრეზიდენტი…ამ ყველაფერმა გამოიწვია პროტესტი საქართველოს მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ მიიყვანა ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე, ეს იყო სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც გამოაცხადა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეების ვალია, რომ გავერთიანდეთ და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე. ამ გზაზე ჩვენი მიზანია: პირველი – მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი. მეორე – პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე არჩეული უნდა იყოს: ცესკოს, სუსის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ არჩევნებს არ ექნება არანაირი აზრი და ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა არჩევნების დასაბრუნებლად და ეს არის ადმინისტრაციების ცვლილება.

მივმართავ დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს და სანქციები გამოიყენონ არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ პერსონალურად იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან.

მე მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს და საზოგადოებას, ვინც გუშინ იცავდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის გარემო, სადაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ავაშენოთ ქართული, ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები