სასწრაფოდ საჭიროა სანქციები. გერმანიამ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ , – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.
“დეკადენტური რეჟიმის ქმედებები, რომლის დღეებიც დათვლილია: დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება, ასევე თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე.
გერმანიამ და ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. სასწრაფოდ საჭიროა სანქციები”, – წერს თომას ჰაკერი.