spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

18:00 საათზე თბილისში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება

18:00 საათზე თბილისის ქუჩებში ჟურნალისტები მსვლელობას გამართავენ.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

მიზეზი 28 ნოემბრის აქციაზე განვითარებული მოვლენებია, სადაც რამდენიმე მედიის თანამშრომელი დაშავდა.

აღნიშნული მსვლელობა “წინაპრების” ორგანიზებულია. მათი განცხადებით, ჟურნალისტების დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია.

“ჩვენი დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია. ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა გვაძლიერებს. დარწმუნებული ვართ, ეს ბრძოლა, ბოლო დიდი რისკებით სავსე ძალისხმევა იქნება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ავტოკრატიული, კრიმინალური მმართველობისგან დაცულ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ვიბრძოლებთ დამნაშავეების პასუხისგებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ ღირსეული მისიის შესრულებისას მიღებული ტრავმების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები