წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, სოფელ ქვილიშორში სოციალურად დაუცველი გულერი ჯანელიძის ოჯახი მოინახულა, რომლის საცხოვრებელი სახლი ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებით სამუშაოებს არ ექვემდებარება.
მუნიციპალიტეტის მერი საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ გულერი ჯანელიძის სოციალურად დაუცველ სამსულიან ოჯახს, სადაც ერთ ერთი წევრი შშმ პირია, მუნიციპალიტეტი, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო ქირის თანხით უზრუნველყოფს და ნორმალურ პირობებს შეუქმნის.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოჯახს პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტებიც გადასცეს.