spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვოლსკი – ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა

დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ, როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი წერს.

იგი აზიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის 29 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა”.

“დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ… ახლა პირდაპირ უტევენ ამ სიმართლისათვის.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR ის მისიის ხელმძღვანელმა”, – წერს ვოლსკი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები