spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ბერძენიშვილი – როდესაც გვეუბნებიან, რომ რუსების გამრთობი ხალხი უნდა იყოთო, რა თქმა უნდა, არ აიტანს ამას ქართველი ხალხი

მძიმე დღეებია, ვერც კი ვამბობ საღამო მშვიდობისას. ქართველი ხალხი ბევრი რამის ამტანია, მაგრამ, როდესაც გვემუქრებიან საკუთარი იდენტობის წართმევაზე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ქართველები არ უნდა იყოთ, უნდა იყოთ საბჭოთა რუსებიო, როდესაც რუსების გამრთობი ხალხი უნდა იყოთო, რა თქმა უნდა, არ აიტანს ამას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში ნელ-ნელა იზრდება იმ სფეროების ჩამონათვალი, სადაც ადამიანები არ აგუებიან და ღიად ამბობენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის და მისი კარიკატურული მთავრობის ანტიევროპულ, თავისი არსით ანტიქართულ განცხადებებს.

“მძიმე დღეებია, ვერც კი ვამბობ საღამო მშვიდობისას. ქართველი ხალხი ბევრი რამის ამტანია, მაგრამ, როდესაც გვემუქრებიან საკუთარი იდენტობის წართმევაზე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ქართველები არ უნდა იყოთ, უნდა იყოთ საბჭოთა რუსებიო, როდესაც რუსების გამრთობი ხალხი უნდა იყოთო, რა თქმა უნდა, არ აიტანს ამას ქართველი ხალხი. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მეტად გაღრმავდება საქართველოს თვითმარქვია, უზურპატორ ხელისუფლებასა და ქართველ საზოგადოებას შორის უფსკრული, ბზარი გაჩენილია. ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, უმაღლეს სასწავლებლებში ნელ-ნელა იზრდება იმ სფეროების ჩამონათვალი, სადაც ადამიანები არ ეგუებიან და ღიად ამბობენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის და მისი კარიკატურული მთავრობის ანტიევროპულ, თავისი არსით ანტიქართულ განცხადებებს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები