spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.

ამ დროისთვის აქციები მიმდინარეობს აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, კახეთში, სამეგრელოში.

მოქალაქეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მთავრობა გონს არ მოეგება.

აქცია ასევე, გრძელდება თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები