პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელი არ ასწიონ.
მისივე თქმით, ეს არის დიდი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია.
“ძალიან მაგარია საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს ჩანს ყველანაირად, არავინ არ ეგუება გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობის ხელში მყოფ საქართველოს, ამიტომ, თქვენ ხართ ძალიან ბევრნი, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში:ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი – არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად გარეთ.
მინდა მივმართო სამართალდამცველებს, პოლიციელები ვიცი, რომ, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებენ და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა, დანარჩენებს მინდა მივმართო – არ ასწიოთ ხელი ახალგაზრდებზე, არც სხვებზე, თავი შეიკავეთ და თქვენს მოვალეობას მიხედეთ. არაფერი არ ხდება, არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას და დარბევას, ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები ხართ თქვენ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.