spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ, არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე

29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ყოველწუთიერად შემოდის ინფორმაცია დაკავებულების შესახებ ცხელ ხაზზე. 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ადვოკატები ცდილობენ მათი ადგილსამყოფლის დაზუსტებას. ხშირად ეს მყისიერად ვერ ხდება და სჭირდება გარკვეული დრო მათ მოძებნას. დაკავებულების მეგობრებო და ოჯახის წევრებო – შეგვატყობინეთ დაკავებულების შესახებ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ სწრაფად შეხვდეს ადვოკატი. არავინ დარჩება ადვოკატის გარეშე.

ამ ნომერზე დაგვირეკეთ – არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელი ხაზი 577070563”, – წერს ქურდოვანიძე.

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები