spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ყველა უნდა გაემიჯნოს ამ ძალადობრივ სისტემას, მასიურად უნდა დაიწყოს გაფიცვები

მე ძალიან ბევრი სხვადასხვა მიტინგის, აქციის მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ ცოტა მინახავს ასეთი სისასტიკე. არ მიყვარს ეს შედარება, მაგრამ, თუ უფლის წყალობით მიცვალებული არ გვყავს და ადამიანი არ შემოაკვდათ გუშინ და გუშინ წინ, ეს მართლაც უფლის სასწაულია, თორემ ასეთი გამეტებით ადამიანების მიმართ ძალადობა, რასაც ჩვენ ორი ღამეა ვუყურებთ, სრულიად შესაძლებელს ხდიდა, რომ ადამიანი მომკვდარიყო, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უდავო, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის, არ გაუმარჯვია დიქტატურას.

“მე ძალიან ბევრი სხვადასხვა მიტინგის, აქციის მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ ცოტა მინახავს ასეთი სისასტიკე. არ მიყვარს ეს შედარება, მაგრამ, თუ უფლის წყალობით მიცვალებული არ გვყავს და ადამიანი არ შემოაკვდათ გუშინ და გუშინ წინ, ეს მართლაც უფლის სასწაულია, თორემ ასეთი გამეტებით ადამიანების მიმართ ძალადობა, რასაც ჩვენ ორი ღამეა ვუყურებთ, სრულიად შესაძლებელს ხდიდა, რომ ადამიანი მომკვდარიყო. მარტო ის ეპიზოდები, როდესაც მიწაზე წაქცეულებს სახეში გამეტებით ურტყამენ, შესაძლოა, ვიღაცამ ვერ გაუძლოს ამას და არც ეს არ არის შემთხვევითი სახეზე და თავის არეში რომ აყენებენ დაზიანებებს.

მე მგონია, რომ ესენი ქართველები არ არიან, მაქვს განცდა, რომ რუსეთის ომონია ჩამოყვანილი ამ სპეცრაზმში, რადგან ასეთი სისასტიკე, ასეთი საშინელი, არაადამიანური მოპყრობა არ ვიცი რას შევადარო. 7 ნოემბერს და 26 მაისს, ზუსტად ასეთი მეთოდებით უსწორდებოდნენ ადამიანებს, ახლა დროშიც დავცილდით იმ წლებს და მეტად უპატიებელია ის, რაც ხდება.

გარდა ამისა, ამ ყველაფერს ახლავს უდიდესი საფრთხე, რადგან საქართველოს ამ თვითმარქვია ჯგუფმა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, შემოატრიალა ქვეყანა რუსეთისკენ, ამიტომ გამოსავალს ვხედავ, რომ ხალხმა დაიწყოს ორგანიზებული წინააღმდეგობის კერები, ყველა უნდა გაემიჯნოს ამ ძალადობრივ სისტემას, მასიურად უნდა დაიწყოს გაფიცვები, თუნდაც სამსახურებში და ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომ გამოიყენო გაფიცვის უფლება და გააპროტესტო ის, რაც ხდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო სამსახურებია, რომელთაც უნდა გაიაზრონ, რაც ხდება ქვეყანაში და ასეთი ინდივიდუალური თუ კოლექტიური საპროტესტო წინააღმდეგობა, ამარცხებს ნებისმიერ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს. ეს არის უდავო, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის, არ გაუმარჯვია დიქტატურას. მე ფიზიკურად არ შემეძლო აქციაზე დილამდე დარჩენა, მაგრამ ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი აქციაზე რამდენიმე საათი და მაშინ არ იყო დარბევა. დარბევა იწყება გამთენიისას და მინდა მოვუწოდოთ ახალგაზრდებს, რომ არ დარჩნენ დილამდე და დაიშალონ, რადგან ამ დილის საათებში არაფერი წყდება ისეთი, რომ ეს ზიანი მიადგეს ჩვენს ახალგაზრდებს. გამოსავალი არის სახალხო, მშვიდობიანი წინააღმდეგობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები