spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირმა ინაშვილი – ის, რაც მიუღებელი იყო წინა რეჟიმის პირობებში, მისაღები ვერანაირად ვერ იქნება დღესაც!

ვერასდროს შევეგუები და ვერასდროს გავამართლებ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცემას და საერთოდ, ვერც ვერავის ცემას ვერ გავამართლებ! ყველას მოვუწოდებ: ნუ გაამართლებთ ამას! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

“აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ დადგა ძალზე სახიფათო პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ვეთანხმები საპატრიარქოს, რომ მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ყოვლად მიუღებელია.

თუ ვინმე კანონს არღვევს, არსებობს ნათელი განმარტება, როგორ უნდა იქცეოდნენ ძალოვნები:
დაუშვებელია უაღრესად დაუნდობელი ფიზიკური ანგარიშსწორება.

დაუშვებელი და მიუღებელია ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. მე პირადად გავლილი მაქვს ეს გზა და დღემდე დაზიანებული მაქვს ხელი იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიციის სამმართველოსთან სასტიკად გაგვისწორდნენ.

სწორედ ამიტომ ვერასდროს შევეგუები და ვერასდროს გავამართლებ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ცემას და საერთოდ, ვერც ვერავის ცემას ვერ გავამართლებ! ყველას მოვუწოდებ: ნუ გაამართლებთ ამას!

განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძოდნენ და უპირისპირებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის ძალადობას. ის, რაც მიუღებელი იყო წინა რეჟიმის პირობებში, მისაღები ვერანაირად ვერ იქნება დღესაც!” – წერს ინაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები