პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“საქართველო აპროტესტებს: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის მტკიცედ დგანან”, – წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. სპეცსაშუალებების გამოყენების შედეგად არიან დაშავებულები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი.