spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი წულაია – მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით, რომ დამიმძიმონ მუხლი

48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით, რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქციაზე დაკავებული ირაკლი წულაია წერს.

“7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა, მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს,  48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში, დღეს მთელი დღე სასამართლოში ველოდები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას და ღამის სამ საათზე გადამიდეს იმ მოტივით, რომ დამიმძიმონ მუხლი და სამშაბათს გაიმართება სხდომა! ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ეს ორი დღე არ ვიყავი თქვენთან ერთად, გადავივლებ და მოვდივარ! ცემას კი არა ცხოვრებასაც გავიღებ ამ ბრძოლისთვის!

ყველა ქოცმა თქვენ თავით წამშალეთ, ვის პოსტსაც ვნახავ ვოლზე დედიდან დაწყებული, მკვდრით დამთავრებული არ დაგიტოვებთ არცერთს თქვე მოღალატეებო!

ვერ გაგვაჩერებთ! ვერ გაგვაჩუმებთ! ვერ შეგვაშინებთ!

თქვენი აღსასრული დადგა ქოცებო !!!” – წერს წულაია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები