spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა

ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაგვრჩება, იქნება ჩინეთთან, რაც, რეალურად, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გაქრობას, – ამის შესახებ ერთადერთი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-სთან პარტნიორობის შეჩერება კრიზისს გამოიწვევს.

“როდესაც აშშ ამბობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები დასრულებულია, ეს ნიშნავს თავდაცვის სფეროში ყოველგვარი დახმარების და თანამშრომლობის შეჩერებას, ეკონომიკური დახმარების შეჩერებას, პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას. ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა.

რეჟიმმა დაგვტოვა ოკუპანტ რუსეთთან, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში მიულოცა ხელისუფლებას მათი გადაწყვეტილება.

ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაგვრჩება, იქნება ჩინეთთან, რაც, რეალურად, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გაქრობას როგორც თანამედროვე დასავლური სახელმწიფოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები