სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს აკავებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს იყენებს, იქამდე კი რამდენი საათის განმავლობაში წყლის ჭავლს იყენებდა.