საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ყოფილი დიპლომატები იკრიბებიან და აქციას მართავენ.
მომიტინგეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.
მოქალაქეები ირაკლი კობახიძეს გამოჩენას ელოდებიან. როგორც დაანონსებულია, პრემიერ-მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს უნდა შეხვდეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც კორდონი აქვთ გაკეთებული.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.