ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მოსწავლეების და მასწავლებლების ნაწილი აქციებს მართავს.
თბილისში რამდენიმე სკოლაა გაფიცული. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმში, გორში და ზუგდიდში.
აქციის მონაწილეები გაკვეთილზე დასწრებაზე უარს ამბობენ და “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.
მოსწავლეები მასწავლებლებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.