spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს

ნუ დააკანონებთ “ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას მიმართვაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით.

“საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებული და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას – სიტყვები აღარ კმარა. ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში. დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არ არის! სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია. ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას – რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში მთავარ ინსტიტუციებში ხელმძღვანელობის სრული ცვლილებით! მათ შორისაა: ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), სახალხო დამცველის აპარატი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური“,- აღნიშნულია გიორგი გახარიას მიმართვაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები