spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით მათიკაშვილი – ეს მასკი “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! აბა, რაში აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მილიარდერ ილონ მასკის მოსაზრებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემოწმებას ემხრობა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს მასკი “რუსი” და “კრემლისტი” რომ ყოფილა იცოდით?! აბა, თუ კრემლისტი არ არის და ამერიკამ არჩევნების მერე ნიჟნი ნოვგოროდში არ გაიღვიძა, რაში აინტერესებს ილონ მასკს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი??? მორჩა, ყველა კითხვაზე პასუხი “გაცემულია”!

ხუმრობა იქით იყოს და რეალურად, რადიკალების და მათი უცხოელი პატრონების აბსურდს, ტყუილს და მზაკვრობას საზღვარი არ აქვს, სამწუხაროდ, ეს არის უტყუარი ფაქტი!” – წერს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ილონ მასკი დაეთანხმა ტრამპის მიერ სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის  მეორე ხელმძღვანელად წარდგენილი ვივეკ რამასვამის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყურადღებით უნდა შემოწმდეს, ვინაიდან, “ამერიკელები იმსახურებენ გაუმჭვირვალე უცხოური დახმარებისა და არაკომერციული ჯგუფების გამჭვირვალობას”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები