spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უილსონი – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებზე, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, სანქციები დაწესდეს

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს. ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად“, – განაცხადა ჯო უილსონმა “გლობალნიუსთან” ინტერვიუში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები