spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საზოგადოებრივი მაუწყებელს და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ პროტესტი გრძელდება. “პირველ არხთან” მისული მომიტინგეების მოთხოვნა საეთერო დროის მოქალაქეებისთვის დათმობა და არხის რედაქციის გადადგომაა.

ტელევიზიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. არხის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს სასაუბროდ პირდაპირი ეთერი დაეთმობათ, რაც შეეხება მენეჯმენტის ცვლილებას, ამ ეტაპზე შეთანხმება მიუღწეველია.

მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე დღეა, პროტესტის ეპიცენტრია. მოქალაქეები არხის რედაქციას მიკერძოებასა და ხელისუფლების ნარატივის გატარებაში ადანაშაულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები