spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარგუს ცაჰკნა – ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს

გუშინ ესტონეთმა სანქციები 11 პირს დაუწესა, ივანიშვილის თაოსნობით. ეს ეხება დარღვევებს, რასაც ვხედავთ ქუჩებში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას,  – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

“გუშინ ესტონეთმა სანქციები 11 პირს დაუწესა, ივანიშვილის თაოსნობით. ეს ეხება დარღვევებს, რასაც ვხედავთ ქუჩებში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს იმ გზაზე, რაც მათ გადაწყვიტეს. არ ვფიქრობ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა და ახლა ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს, მშვიდობიან დემონსტრაციებს საქართველოში. ასე რომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები