სენაკში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.
46 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.