შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.