spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის 17 ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ ამერიკელი 17 ყოფილი დიპლომატის ერთობლივ წერილშია აღნიშნული.

დიპლომატების თქმით,  კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც.

“აშკარად კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლების შუქურა , სასწორზე დევს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია აქვს, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევდნენ, მოქმედების დროა.

შეერთებულმა შტატებმა უნდა შეაჩეროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იმის გამო, რომ მათ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წამოჭრილია სერიოზული კითხვები და ანალოგიურად უნდა შეაჩერონ ახალი პარლამენტის აღიარება და “ქართული ოცნების” მთავრობის აღდგენა.

მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქვეშ, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.

მოვუწოდოთ საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ქართული დემოკრატიის საფუძველი, უარი თქვან ამ დოკუმენტთან შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებზე.

დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები. სანქციები უნდა შეეხოს პოლიციელებს და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები