spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისში პოლიცია იყო მისული

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისში პოლიცია იყო მისული.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს. პოლიციის მისვლის მიზეზი გაურკვეველია. მისივე თქმით, ჩხრეკას აპირებდნენ, თუმცა ოფისში  მისი ყოფნის გამო, ჩხრეკა არ ჩატარდა.

“ოფისში არ ვიყავით ბევრნი. როგორც ჩანს, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ოფისში აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეები მოდიან ხოლმე, ან რაიმე სხვა მიზეზი იყო. შესაძლოა, დაშინება იყოს.

როდესაც მოვთხოვე ორდერი და მიზეზი, თუ რატომ შემოდიოდნენ, რამდენიმე წუთი ითათბირეს და შემდეგ უკან გაბრუნდნენ. ქვემოთ რჩებიან და სავარაუდოდ, ორდერზე გაბრუნდნენ, ან სულ წავიდნენ.

ჩვენ სრულმასშტაბიანი რეპრესიების მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდეგ არის რუსეთი. შესაბამისად, მზაობა გვაქვს ყველაფრის. ეს დიქტატორებისთვის ნორმალური მოვლენაა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისის პარალელურად პოლიცია მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში, ასევე ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები