spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე

ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, “ფოიერვერკი“, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ – ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიულ ოფისში მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ორგანიზატორი არის თავად და პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე.

“ძალიან მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონი, პლედი, “ფოიერვერკი“, „სნიკერსები“, კვერცხები, პოლიციას, რომ ვესროლოთ – ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი. ბუნებრივია, მოვიდნენ. სასაცილოა, ლაზერებს, რაღაც საღებავებს აღრიცხავენ. მე მათ განვუმარტე, რომ ეს პოლიცია არის რუსული, ანტიკონსტიტუციური, ემსახურება ივანიშვილს და მიდის ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ და წაუყენებენ. მე თვითონ ვუთხარი რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერ ამას ვიყენებთ ჩვენ აქციაზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები