spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიტო საძაგლიშვილი – სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება

ჩვენთვის, სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-სგან ინფორმაციას ვერ იღებენ გვარამიას მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“რამდენიმე საათია, ჩვენ ვცდილობთ ნიკა გვარამიას ადგილსამყოფლის დადგენას, თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ეს ინფორმაცია ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდებოდა იმის გამო, რომ დაკავების მომენტში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ელემენტარული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვაინტერესებდა ამბის გაგება და ამაზეც არ გვაწვდიან ინფორმაციას.

ჩვენთვის,  სახალხო დამცველის აპარატისგან ცნობილი გახდა, რომ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ნიკა და შესაბამისად, გავემართებით იქ. გავარკვევთ, როგორც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სამართლებრივ მხარეს, თუ შეიძლება რაიმე სამართალზე საერთოდ ვისაუბროთ და ეს ტერმინი რაიმე კონტექსტში გამოვიყენოთ”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები