spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – ელისაშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც

ელისაშვილი გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც. უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მომიტინგეების მიმართ.

“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ. ცალკე მინდა გამოვყო პოლიციელების მხრიდან ალეკო ელისაშვილზე გამოყენებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე  ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს” , – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

“ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები