“ძლიერი საქართველოს” წევრ ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
საქმის პროკურორის თქმით, ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” წევრ ალი ბაბაევს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც ადამიანის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სასჯელი თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.