spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გამსახურდია – ვერ მიაღწიეს მიზანს, რასაც მსხვერპლი ჰქვია და ირიბად ცდილობენ სხვა ადამიანის უბედურება გამოიყენონ

აი, ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს, რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია წერს.

გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიციის ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის საჭიროა მსხვერპლი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამას მიაღწიონ.

“აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ. როდიდან ვამბობდი და ვამბობ, მათი ჩაფლავებული და გაბანძებული, ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით. ყველაფერს იჩალიჩებენ რომ მაგ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ნული, არაფერი. ესენი ხომ ივანოვის და ლავროვის მოთრეული ხალხია მათი ბელადიანად და შესაბამისად, უჯიშო რუსების და ვოვას მეთოდები აქვთ”, –  წერს გამსახურდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები